უფასო ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა ორსულებისთვის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებით 2018 წლის განმავლობაში ნებისმიერ ორსულს, რეგისტრირებულს აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე შესაძლებლობა აქვს უფასოდ ჩაიტაროს ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოსტიკა ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში (ერთჯერადად), რაც მოიცავს:

ფარისებრივი ჯირკვლის ექოსკოპიას;
თავისუფალი თიროქსინისა და თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრას;
ენდოკრინოლოგის კონსულტაციას.

პროგრამაში მონაწილეობს ანტენატალურ კომპონენტში ჩართული 13 სამედიცინო დაწესებულება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესის გაცნობის მიზნით ახორციელებს შეხვედრებს სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან.

წყარო:”აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”

სხვა ვიდეოები