უფასო სამედიცინო აქცია აჭარისწყლის ამბულატორიაში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი გაეცნენ. უფასო კონსულტაციები და კვლევები ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმებმა ჩაატარეს. მოსახლეობას შეეძლო მიეღო – ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება. ჩატარდა ექოსკოპიური და კარდიოგრაფიული კვლევები. უფასო სამედიცინო აქციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სამედიცინო კონსულტაციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გასულ წელსაც ჩატარდა.

” აჭარის  ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები