უფასო სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში ამბულატორიის შენობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა. „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმების მიერ ჩატარებული მრავალმხვრივი კვლევებით 80-მდე ადგილობრივმა ისარგებლა.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურება გაუწია: ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა,ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ასევე ჩატარდა კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევები.
სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობოს განყოფილების, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ექიმების ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.
“ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები