უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება. სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ერთ – ერთ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, სარეცხი საშუალებები მზადდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 – ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 – ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე ითვალისწინებს.
“ტვ 25”

სხვა ვიდეოები