უხვი ნალექის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდა ქედის მუნიციპალიტეტის მაღალ ზონის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. უხვმა ნალექმა საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდა მაღალ სოფლებში. თოვლის საფარი ამ დროისთვის 30-დან 70 სმ-მდეა.
დილის 8 საათიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 10 ერთეული, ხოლო ქედის კომუნალურსერვისის 2 ერთეული მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს დაბის ქუჩებისა და საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდითი სამუშაოები.
35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიან მუნიციპალიტეტს. ადგილზე მობილიზებულია მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სასწავლო პროცესი მოსწავლეთა კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა მხოლოდ აქუცის დაწყებით კლასებში, 28 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ დოლოგნის, აწჰესისა და სოფელ ცხმორისის სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში. დანარჩენ საბავშვო ბაღში პროცესი ასევე კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო არ შედგა.

მერიაში საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

წყარო:”ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები