უკრაინიდან დეპორტირებული ქართველების ადგილსამყოფელი უცნობია

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. ისინი კიევი – თბილისის რეისით არც გუშინ საღამოს ჩამოსულან. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დეპორტირებულები ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. ოპერაცია უშიშროების სამსახურის, ნაციონალური პოლიციის, მიგრაციის სააგენტოსა და სასაზღვრო სამსახურის ჩართულობით 17 ნოემბერს განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტს და ამჟამად “უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. მისი ინფორმაციით, დეპორტირებულ მოქალაქეთა ნაწილს ქვეყანა მასთან ურთიერთობის გამო დაატოვებინეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მათ შორის ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კიევში ცხოვრობდა და აკრედიტაცია ჰქონდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ – ჯერობით არ გაკეთებულა.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები