უკრაინული ინვესტიციები აჭარაში

აჭარაში უკრაინიდან ვიზიტორების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს რეგიონს უკრაინიდან 45 ათასი ტურისტი სტუმრობდა. 2013 წელს ეს რიცხვი 21 ათასი იყო, 2014 წელს – 24 ათასი, 2015 წელს კი 24 ათას 587.თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულება სავაჭრო-ეკონომიკური სფეროა. 2015-16 წლებში აჭარასა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 22 მილიონ 442 ათას 253 ლარი იყო.რაც შეეხება ექსპორტს, თანხა 4 მილიონ 556 ათას 657 ლარია, იმპორტი კი თანხებში ასე გამოიყურება – 17 მილიონ 885 ათას 596 ლარი.

თანამშრომლობის ახალი ეტაპი დღეს გაფორმებულ მემორანდუმში უნდა გაიწეროს. აჭარის რეგიონსა და ოდესის ოლქს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს მოეწერება ხელი. დოკუმენტი სავაჭრო – ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. ოდესის ოლქსა და აჭარის რეგიონს შორის თანამშრომლობა 2005 წლიდან იწყება. ძირითადი სფეროები კი ტურიზმი, ეკონომიკა და კულტურაა.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები