უკვე ერთი კვირაა კობა ბაკურიძეს ზღვაში უშდეგოდ ეძებენ.

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, პოლიციას შესაბამისი რეაგირება არ აქვს.

“გუშინდელი დღეც უშედეგოდ ჩაიარა ხმელეთზე და ზღვაზე. მე მინდა მივმართო მოსახლეობას და განსაკუთრებით სანაიპორო ზოლზე ( ფოთი, ქობულეთი, მწვანე კონცხი,ჩაქვი მახინჯაური სარფის) მოსახლეობას . ვინაიდან ზუსტად არ ვიცით რომ ის ზღვაში გაუჩინარდა თუ ხმელეთზე და არსებობს სხვა ვერსიებიც მოგმართავთ თხოვნით იყოთ ყურადღებით რაგდან შეიძლება კობა ყოველწამიერ შველას ითხოვს სიცოცხლეს ებრძვის. უმორჩილესად გთხოვთ ეხლა დაგვიდგეთ ოჯახს გვერდით. მივმართავ პოლიციას და შეშაბამის სამსახურებს ნუ ჩაეჭიდებიან მხოლოდ ზღვის ვერსიას საჭიროა ხმელეთზე და განსაკუთრებით სანაპიროზე. ორი დღეა ვითხოვთ სამძებრო ძაღლების გამოყვანას და არანაირი რეაგირება,უფრო მეტიც გუშინ ქობულეთი მახინჯაურის სანაპრიოს შემოვლის დროს 3 პოლიციელი ზღვისპირა ბარში იჯდნენ და ზღვის ხედით ტკბებოდნენ. მე დარწმუნებული ვარ რომ კობას რამე დანაშაული ჩაედინა მას უმალვე იპოვიდნენ მაგრამ არ იწუხებენ თავს … გფარავდეს უფალი!”, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

სხვა ვიდეოები