ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 20 ივლისის N01-163/ო ბრძანებისა. მემორანდუმის გაფორმების ცერემონია ბათუმის მერიაში გაიმართა. ღონისძიებას მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პირველადი და მეორეული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ვაქცინოპროფილაქტიკის ხელშეწყობას, მყისიერ რეაგირებას საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაციას ცენტრალურ სტრუქტურებთან, დაავადებათა ადრეული გამოვლენასა და პროფილაქტიკას, ჯანმრთელობის ადვოკატირებას, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას, საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობასა და სოციალურ მობილიზაციას.

წყარო:”ლაშა კომახიძე / Lasha Komakhidze

სხვა ვიდეოები