უსაფრთხო ადგილას გადაყვანის მოთხოვნა

სხალთაში ამორტიზებულ შენობაში მცხოვრები ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვს. მოქალაქეების ინფორმაციით შენობაში წვიმს და კედლები ყოველდღიურად იშლება.

შენობა სხალთის საჯარო სკოლის ეზოშია და სკოკის ბალანსზე ირიცხება, განათლების მინისტრის განცხადებით შენობის დემონტაჟი წლის ბოლომდე მოხდება, რაც შეეხება აქ მცხოვრები ოჯახების მდგომარეობას, ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებენ ცხოვრებას. ხულოს მერის განცხადებით ოჯახების მდგომარეობას უახლოეს დღეებში შეისწავლიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები