უსაფრთხო გარემო ვიზიტორთათვის

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ვიზიტორებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (გონიოს ციხე, ბათუმის ციხე,თამარის ციხე, პეტრას ციხე )კედლების, სავალი ბილიკებისა და მიმდებარე ტერიტორიის შეწამლვა ბალახის, სარეველებისა და ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შხამქიმიკატებით. ასევე, გაიწმინდა და შეიწამლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ციხეები: ,,გვარას ციხე”, ჩიქუნეთის ,,ყალივაკის ციხე”. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შესაბამისი სამსახურების მიერ გაიწმინდა ძეგლების მიმდებარე ტერიტორიები და მისასვლელი გზები.
“აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო”

სხვა ვიდეოები