ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დეკორატიული ორშრიანი ფილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დეკორატიული ორშრიანი ფილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე, უკვე გამოიცვალა არსებული გრუნტი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო სანიაღვრე მილები და ჭები, ასევე, გზაჯვარედინებზე დამონტაჟდა ბორდიურები, საკომუნიკაციო მილები და საკომუნიკაციო ჭები. კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიხაზება საგზაო ნიშნები. ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 466 ათას ლარს შეადგენს.

“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები