ვარშალომიძე: ცხრა საათის მონაცემებით ბათუმში ჩვენმა წარმომადგენლებმა 30-ზე მეტი საჩივარი დაწერეს

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ბათუმში ლევან ვარშალომიძემ ხმა №8-ე საარჩევნო უბანზე უკვე მისცა. ვარშალომიძის განცხადებით, 09:00 საათის მონაცემებით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე 30-ზე მეტი საჩივარი დაწერეს.

“ყველას მოუწოდებ, არამარტო ბათუმის საზოგადოებას, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რომ ვიყოთ აქტიურები. და დღევანდელ დღეს არ არის მარტო არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი. ყველა უნდა მივიდეთ და გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ როგორი მომავალი გვინდა. მე მომავალს მივეცი ხმა, მართლა ოთხი წელი განვითარება და წინსვლა გვჭირდება. გვეყო ხუთი წელი, რაც ვიყავი გაჩერებული. ყველამ მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი. დილის ცხრა საათის მონაცემებით უკვე ბათუმში ჩვენმა წარმომადგენლებმა 30-ზე მეტი საჩივარი დაწერა”,- განაცხადა ლევან ვარშალომიძემვ.

წყარო:ipress.ge”

სხვა ვიდეოები