ვაშლოვანში უწყლობას უჩივიან

სასმელი და მინერალური წყლებით გამორჩეული ქვეყანა, რომლის სოფლებშიც მოსახლეობას წყალი გრაფიკით, ან საერთოდ არ მიეწოდება. ერთ-ერთი ასეთი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ვაშლოვანია. მოსახლეობას ბოლო სამი დღეა იმ წყლის მიწოდებაც შეუწყდა, რომელიც სასმელად უვარგისი იყო. სასმელ წყალს კი ადგილობრივები უკვე 2 წელია ფეხით ეზიდებიან.

ამბობენ, რომ წყალი ჰესისთვის გვირაბის მშენებლობის შემდეგ დაშრა, რასაც კომპანიაში უარყოფენ. მიუხედავად უარყოფისა, სოციალური პასუხისმგებლობის სახელით “შუახევიჰესის” ადმინისტრაცია გამგეობას ვაშლოვანელებისთვის ალტერნატიული სისტემის მოსაწყობად თანხას მაინც ურიცხავს.

” აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები