ველობილიკზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და გაჩერება 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

ველობილიკზე სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე, დგომასა და გაჩერებაზე ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება.

ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტშია უკვე ინიცირებული.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები