ვინ და რატომ უნდა ჩაიტაროს სეზონური გრიპის ვაქცინაცია

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. სეზონური გრიპის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. 2017-2018 წლის სეზონზე სახელმწიფომ 27 000 ვაქცინა შეიძინა. მედიკამენტი  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში უკვე გადანაწილდა. მათ შორისაა აჭარაც.

საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება ხორციელდება. რისკის ჯგუფებს მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციები ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ანალიზის შედეგად ადგენენ.

მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი  60%-ით შეამციროს.  მისი ეფექტურობა  რეციპიენტის ასაკსა და იმუნოკომპეტენტურობაზეა დამოკიდებული. რეკომენდებულია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდეს შემდეგ  რისკ ჯგუფებში:   ორსულები,  ბავშვები 6 თვიდან 5 წლის ასაკამდე, ხანდაზმულები, სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონე პირები და  ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელნი.

 

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები