ვითარება აფეთქების ადგილას

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში” ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა დახურულ სივრცეში მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.

კომპანიის დირექტორის ვარაუდით შესაძლოა რომელიმე აბონენტს გაზის დანადგარი ღია მდგომარეობაში დარჩა. დანგრეულია 9 საცხოვრებელი, ასევე დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსები და ავტომობილები.დაზარალებული 9 ოჯახი გუშინ მერიამ დროებით ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანა. ჯერ-ჯერობითუცნობია რა  მასშტაბის ზარალი მიაყენა აფეთქებამ ახვლედიანის 12 ნომერსა და მიმდებარე კორპუსებში მცხოვრებლებს. როგორ დაეხმარება დაზარალებულებს ბათუმის მერია, რა სახის დახმარება გაეწევა მათ–განცხადება ლაშა კომახიძემ მედიისთვის გააკეთა

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები