ვიზიტორების 15%-იანი ზრდა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში

15 პროცენტით გაიზარდა იმ ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებმაც ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს მიმართეს. ივნისში ცენტრების მომსახურებით 10 ათასზე მეტმა ტურისტმა ისარგებლა. იანვრიდან-ივნისამდე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს 25 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11 პროცენტით მეტია. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში შემუსულთა შორის პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და ებრაელი ვიზიტორები სჭარბობენ.

ტურისტებს აჭარაში 9 საინფორმაციო ცენტრი ემსახურება, სადაც ვიზიტორებს ტურისტული პოტენციალის, მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების, ტურების, გასართობი ობიექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები