ვლადიმერ მგალობლიშვილმა ქართველ და უკრაინელ მეცნიერთა ჯგუფს უმასპინძლა 

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა ქართველ და უკრაინელ მეცნიერთა ჯგუფს უმასპინძლა 
შარშან უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, წელს კი უჟგოროდელი მეცნიერები, ბათუმელი კოლეგების მოწვევით, ბათუმს ეწვივნენ. ” ეს ჩვენი პირველი ვიზიტია საქართველოში და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება, გაღრმავდება და საფუძველს შექმნის, რომ უკრაინის მნიშვნელოვანი რეგიონი უჟგოროდი აჭარას დაუმეგობრდეს” – განაცხადა შეხვედრაზე ალექსანრე როგაჩმა. მან ისაუბრა უჟგოროდის უნივერსიტეტის პოტენციალზე, იმ მიზანდასახულობაზე, რაც ბათუმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას უკავშირდება.
ვლადიმერ მგალობლიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა უჟგოროდელი და ბათუმელი მეცნიერების თანამშრომლობის მიმართ და დახმარება აღუთქვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ორი უმაღლესი სასაწავლებლის მომავალი თანამშრომლობის გასაღმავებლად.

წყარო:”აჭარის  ა/რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები