ვროცლავში პოლონურ – ქართული ფოტოგამოფენა გაიხსნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ნინო ჩხეტია, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, ილია ვერძაძე, დავით თედორაძე და ბათუმის საკრებულოს წევრი მიხეილ ართმელაძე ვროცლავში პოლონურ-ქართული გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართა: „ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში ბევრი კულტურათაშორისი დიალოგის მაგალითი არსებობს, რაც ხელს უწყობს ორი განსხვავებული კულტურის მქონე ერის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია დღევანდელი გამოფენა, რომელიც ჩვენი რეგიონების კულტურის სფეროებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს და განხორციელდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით“.

წყარო:”აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები