წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია “ალიანს ჯგუფი” European Property Awards-მა ორ ნომინაციაში დააჯილდოვა

European Property Awards 2017-2018  დაჯილდოებაზე, რომელიც დარგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა რეგიონის მასშტაბით, კომპანია “ალიანს ჯგუფი” ორ  კატეგორიაში დაჯილდოვდა: “მრავალფუნქციური არქიტექტურა” და “მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა”, პროექტებისთვის Alliance Highline და Alliance Palace.

დაჯილდოვების ოფიციალური ღონისძიება 26 ოქტომბერს ლონდონში სასტუმრო Royal Lancaster-ში გაიმართა. კომპანიებს გადაეცათ ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიებში: უძრავი ქონების სექტორის განვითარება, ინტერიერის დიზაინი და არქიტექტურა. 200 წარმომადგენელს შორის ევროპის რეგიონის მასშტაბით, “ალიანს ჯგუფმა” დაამტკიცა, რომ საუკეთესოა არქიტექტურის სექტორში. European Property Awards-ი International Property Awards-ის ნაწილია და მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს, აფრიკასა და არაბეთს, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს. ღონისძიებაზე აჯილდოვებენ დარგის საუკეთესო პროექტებსა და პროფესიონალებს.

Alliance Highline-ი, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში, პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსია.  სამკოშკიანი ცათამბჯენი მოიცავს 40-სართულიან საცხოვრებელ შენობას და ორ შედარებით დაბალსართულიან შერეული ტიპის ცათამბჯენს, სადაც Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები განთავსდება. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო  ქსელია. ის  მსოფლიოს 67 ქვეყანაში 7200 სასტუმროთია წარმოდგენლი. Alliance Highline-ის პროექტში “ალიანს ჯგუფი” ჯამში   $75 მილიონზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

Alliance Pallace-ი საქართველოს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მდებარეობს, რომელსაც შავი ზღვისპირეთის დედაქალაქსაც უწოდებენ. ეს არის 41-სართულიანი, პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი. ცათამბჯენის პირველ ხუთ სართულზე განთავსდება სასტუმრო Courtyard by Marriott-ი, ხოლო ზედა სართულებს პრემიუმ კლასის აპარტამენტები დაიკავებს. Marriott International-ის ეს კლასიკური  ბრენდი სასტუმრო სექტორში წამყვანი  საერთაშორისო კომპანიაა, ის 6,000 სასტუმროს მართავს მსოფლიოს 120 ქვეყანაში. “ალიანს ჯგუფი” Alliance Palace-ის პროექტში $45 მილიონ ინვესტიციას ახორციელებს.  აპარტამენტების მშენებლობა  2018 წლის ივნისისთვის დასრულდება, სასტუმრო Courtyard by Marriott-ი კი ოფიციალურად 2019 წლის აპრილში გაიხსნება.

“ალიანს ჯგუფი” საქართველოში ავითარებს კიდევ ორ მიმდინარე პროექტს: მარიოტის ბრენდის მეორე სასტუმროს ბათუმში და Alliance Resort-ს გოდერძის უღელტეხილზე, ახალ ოთხსეზონიან სათხილამურო კურორტზე.  კომპლექსში განთავსდება სასტუმრო Ramada Hotel-ი, რომელიც ზემოთხსენებული სასტუმროების ჯგუფის Wyndham Hotel Group-ის ბრენდია.

“ალიანს ჯგუფი” ოთხ მიმდინარე ინოვაციურ პროექტში მთლიანობაში $210 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. გასული 12 წლის განმავლობაში, საერთაშორისოდ აღიარებულმა წამყვანმა ქართულმა სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ $200 მილიონიანი დოლარის ინვესტიცია დახარჯა აჭარის რეგიონის პრემიუმ კლასის ინოვაციურ დეველოპერულ პროექტებში.

26 ოქტომბრის დაჯილდოვებამ ასევე უმასპინძლა IPAX UK & Europe exhibition-ს, სადაც დარგის წამყვანმა  მიმწოდებლებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქტები და სერვისები, ამავდროულად, დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, გასაუბრებოდნენ დარგის წამყვან აღმასრულებელ დირექტორებს, მმართველ დირექტორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რეგიონში.

წყარო:’ipress.ge”

სხვა ვიდეოები