წარჩინებულ მოსწავლეების დაჯილდოება

დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში აჭარის მასშტაბით 2016-2017 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. 253 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა გადასცეს. ბათუმის მუნიციპალიტეტიდან 64 წარჩინებული მოსწავლე იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს მიღწეული წარმატებები მიულოცა: „მინდა მშობლებს გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა. ყველაზე ფასეული საკუთარ შვილში ჩადებული ინვესტიცია. ნამდვილად გაქვთ საამაყო ის, რომ თქვენი შვილები ახლა ამ დარბაზში იმყოფებიან. მინდა მივულოცო პედაგოგებს, რომლებსაც ძალიან დიდი შრომა და ჯაფა აქვთ ჩადებული მოსწავლეების წარმატებაში. კიდევ დიდხანს გეშრომოთ ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისათვის, ძალიან ბევრი ლამაზი და წარმატებული თაობა აღგეზარდოთ“. ბათუმის მერმა განსაკუთრებული მადლობა ბავშვებს გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს წარჩინებული მოსწავლე, ხვალ წარმატებული ადამიანი გახდება საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.

წყარო:”ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები