წელს 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მომანემებით 2017 წელს, უმაღლეს სსასწავლებლებში 28 176 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამათგან, ცენტრის ინფორმაციით, 10 500-ზე მეტი აპლიკანტის სწავლას სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ დააფინანებს.

წელს გამოცდებზე, ჯამში, 41 500 აბიტურიენტი  იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრის გამო პროცესს 2 500 მათგანი გამოეთიშა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბოლოო შედეგები დღეს, 27 აგვისტოს გამოაქვეყნა.

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდა.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები