წელს ქედაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მილიონი ლარი დაიხარჯება

ქედაში, თამარ მეფის ხიდთან მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კავიანის ციხის მიმართულებით ბილიკებისა და კიბეების მშენებლობა, მოაჯირების მონტაჟი, მოსაცდელის, ორი საპიკნიკე ფანჩატურისა და საპირფარეშოს მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემის გამართვა სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა.

,,ჩვენი უმთავრესი მიზანია, არა მარტო მახუნცეთში იზრდებოდეს ტურისტთა ნაკადი, არამედ მთლიან მუნიციპალიტეტში.

ამისთვის კოორდინირებულად ბევრს ვმუშაობთ სხვადასხვა უწყებებთან, რათა შევქმნათ ახალი ტურისტული მარშრუტები, სერვისები. გარდა ამისა, ეს ჩვენი ისტორიაა, კულტურული ძეგლების მოვლა და შენახვა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამ საკითხს გულისყურით ვეკიდებით. გულწრფელად მიხარია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ხილვა თამარის ხიდთან”- განაცხადა გამგებელმა დავით დუმბაძე.

ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა კავიანზე სექტემბრის თვეში დასრულდება და მას ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ზადუ” ახორციელებს.

წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მილიონი ლარამდე დაიხარჯება – მახუნცეთი – 700 000 ლარი, ზენდიდისა და კავიანის ციხეების მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის კი 230 000 ლარამდე.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები