წელს ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს ბათუმში ზღვის ძუძუმწოვრის გამორიყვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ძღვის ძუძუმწოვარი – Phocaena phocaena relicta, რესტორან სან-რემოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. ზღვის ძუძუმწოვრის ფოტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე, ფეისბუქით ავრცელებს.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის მონიტორინგს 2007 წლიდან, ეროვნული ქსელის მეშვეობით აწარმოებს.

დელფინების სიკვდილისა და გამორიყვის ძირითად მიზეზად ის დაავადებები მიიჩნევა, რომლებიც ზღვის დაბინძურებით არის გამოწვეული.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები