წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ

აქციაზე შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ სამართალდამცავებმა კი მათ ამის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირების დროს ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცუდად გახდა, მას ადგილზე სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

 გარემოვაჭრეები ბათუმის მერიასთან დილიდან არიან შეკრებილები, მათი ნაწილი ბათუმის მერს ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მერიასთან შეთანხმება ვერ შედგა.

ისინი წერეთლის ქუჩაზე სამუშაოდ დაბრუნებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშტაბურ აქციებს აანონსებენ.
გარევაჭრობა უშლის საზოგადოებას თანამოქალაქეებს, ჩვენც გვიშლის კაზინოები, ვალებს ადებს ჩვენს ახალგაზრდობას მარა ვინ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას, ესაა ერთადეთი შემოსავალი. მომცეს მთავრობამ გარანტია რომ მიხედავს ჩემს შვილებს და წავალ საზღვარგარეთ ვიმუშავებ, ან სხვა სამუშაო გამოგვიძებნოს” – აცხადებს ერთერთი აქციის მონაწილე.

სხვა ვიდეოები