წიგნის პრეზენტაცია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში

აჭარის მთავრობის წევრები ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ლევან ჯიოშვილის წიგნის მუხრან ვახტანგაძე – „დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
წიგნში წარმოჩენილია მუხრან ვახატანგაძის ცხოვრება და სპორტული გზა. ავტორის განცხადებით, საზოგადოება უფრო ახლოს გაიცნობს მუხრანის პიროვნებას, რაზეც წიგნში საკმაოდ გულწრფელი ინფორმაციაა შეკრებილი.
სტუმრებმა ისაუბრეს წიგნის შესახებ, ასევე მუხრან ვახტანგაძის პიროვნების, სპორტული კარიერის და საზოგადო ცხოვრების შესახებ. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, მუხრან ვახტანგაძემ სტუმრებს საჩუქრად გადასცა წიგნები თავისი ავტოგრაფით.
წიგნი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.
“აჭარის უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები