წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი პეტრე ბრეუსის თასზე

ბათუმში პეტრე ბრეუსის თასზე წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. საუკეთესო ნომინაციებში გამოვლენილ სპორტსმენებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ტურნირის გამარჯვებულებს თასები, მედლები და დიპლომები მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა გადასცა. პეტრე ბრეუსის თასზე წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი 21-დან 28 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. ღონისძიება სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოიყო.

“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები