წყლის ახალი ავზები და მრიცხველები ქედაში

წყლის მრიცხველები დაბა ქედასა და მახუნცეთში. საკრებულომ უნდა დაადგინოს ტარიფი, მოსახლეობა კი გამრიცხველიანებას ეწინააღმდეგება. შიშობენ, რომ შესაძლოა საფასური ვერ გადაიხადონ.

თვითმმართველობაში კი ამბობენ, რომ აბონენტები რესურსის ეკონომიურად ხარჯვაზე იზრუნებენ. ბოლო რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის წყლის ავზების მშენებლობა მიმდინარეობს. მოძველებულია წყლის მილებიც. როგორ მიმდინარეობს სოფლებში წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარება, რომელიც ადგილობრივებს განსაკუთრებით ზაფხულობით აწუხებთ?
“აჭარსი ტელევიზია”

სხვა ვიდეოები