ყალბი ფულის გასაღების ფაქტი

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიერ ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სამორინეში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე გაცემული პასპორტის გამოყენებით, 9 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოხდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია 11 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურა, ასევე ხსენებულ პირზე გაცემული როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტები. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები