ყატარის პრინცესა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ყატარის პრინცესას, შეიხა ბინტ ჰამად ალთანს უმასპინძლა, რომელიც გახლავთ საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელი ლონდონსა და ეგვიპტეში. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში სპორტის მეშვეობით ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პროპაგანდა, რაც ითვალისწინებს მსოფლიო დონის შეჯიბრებებს ფეხბურთში სახელწოდებით „SATUC WORLD CUP”, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, პროცესში კი არაერთი ცნობილი ფეხბურთელია ჩართული. შეიხა ბინტ ჰამად ალთანმა შეაფასა რა ჩვენი რეგიონის პოტენციალი სპორტულ ინდუსტრიაში, ინიციატივა გამოთქვა მიმდინარე წლის მსოფლიო თასი ბათუმში გათამაშდეს, ამისათვის ის შეხვდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებს მირიან ქათამაძესა და ბადრი ნაკაშიძეს, აგრეთვე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებს. ისინი სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რის საფუძველზეც გაფორმდება მემორანდუმი. შეიხა თავის მხრივ პასუხისმგებელია ტურნირის ორგანიზებულად და გეგმაზომიერად ჩატარებაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩატარების ადგილები და სპორტული ინვენტარიზაცია.
‘აჭარის ა.რ განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტრო’

სხვა ვიდეოები