ყოფილ პატიმრებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

ბათუმის N1 პოლიკლინიკაში, ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სამედიცინო აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში, 15 ყოფილ პატიმარს კარდიოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა ქ. ბათუმის N1-მა პოლიკლინიკამაც გამოგვიცხადა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიის ინსტიტუტის ჩართულობა და მათ მიერ განხორციელებული პროექტი ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროცესში“ – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. სამედიცინო აქცია „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა.

აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა იმერეთში 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს. პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს, აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ, იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით, ასევე პროექტის ფარგლებში ხორციელდება კულტურულ/საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვა.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები