„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკითხი დროულად მოგვარდეს და სიტუაცია განიმუხტოს“ – ზურაბ პატარაძე

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს მომხდარ ინციდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ უახლოეს საათებში ბათუმში თურქეთის გენერალურ კონსულს შეხვდება, რომელიც უკვე იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნტქზე. რეგიონის პირველი პირის განმარტებით, პროცესში ჩართულია, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპზონში.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკითხი დროულად მოგვარდეს და კონფლიქტური სიტუაცია განიმუხტოს“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები