ზებურ ბოლქვაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის სახელობის ტურნირი მინი–ფეხბურთში ჩატარდა. შეჯიბრში მიმდინარე წელს 6 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდებს სიგელები, თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სპორტული შეჯიბრები ყოველწლიურად ახალშენის სპორტულ მოედანზე ტარდება, რომელსაც გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ბასილაძე და გამგეობის თანამშრომლები დაესწრო.

წყარო: “ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები