ზედა აჭყვაში ფერდსამაგრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ზედა აჭყვაში, გორგაძეების მიმართულებით სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე ფერდსამაგრის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დამცავი კედელები და გაბიონები მოეწყობა. ინფრასტრუქტურული ღონისძიება აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის განხორციელებისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 59 000 ლარი დაიხარჯება.

“ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები