ზედა ჩხუტუნეთის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით შეიცვლება სახურავი, მოეწყობა ახალი მდფ-ის კარები, მეტალოპლასტმასის ფანჯრები და ლამინატის იატაკი, შენობის შიგა და გარე კედლები დამუშავდება შემდგომი შეღებვით, ასევე, მოეწყობა თაბაშირმუყაოს შეკიდული ჭერი.

პროექტი ითვალისწინებს ასევე ელქტროტექნიკურ, წყალ-კანალიზაციის, სუსტი დენების, სახანძრო სიგნალიზაციის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოებს. ზედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში მოეწყობა ღია ხელოვნურ საფარიანი მოედანი, ლითონის ღობე ჭიშკრით და ეზოში დაიგება ბეტონის ფილა. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „უნივერსალი“. ხელშეკრულების ღირებულა შეადგენს 349 335 ლარს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რეგიონის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. წელს სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხროციელდება ფერიისა და თხილნარის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, მიმდინარეობს კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა.

ასევე, წელს დაიწყება სარფის საჯარო სკოლის მშენებლობაც. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და მოადგილე მირიან ქათამაძე ესწრებოდნენ.

სხვა ვიდეოები