ზედა ჯოჭოში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა სოფელ ზედა ჯოჭოში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. დღეს კონსულტატმა ნატალია ირემაძემ ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო და იურიდიული კონსულტაციები გაუწია. შეხვედრას ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენელიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ასევე ისაუბრეს რეპრესირებულებთან დაკავშირებით დოკომენტაციის მომზადების წესზე. მომდევნო შეხვედრა 1 კვირაში შედგება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღნიშნულ სამსახურთან ერთად შეხვედრები გამგეობის საზოგადეობასთან ურთიერთობის განყოფილებისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით იმართება.

წყარო:”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები