ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღი შენდება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ბოლქვაძე სოფელ ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე შენობის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობას ტენდერით გამოვლენილი ინდ. მეწარმე „ქებულ აბაშიძე“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 278200 ლარს. საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და სამშენებლო სამუშაოებზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.

წყარო: “ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა”

სხვა ვიდეოები