ზემო აჭარაში “ტბელობა” აღინიშნა

ხულოში სახალხო დღესასწაული „ტბელობა“ გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სხალთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას დაესწრო. მოგვიანებით კი, ხულოს კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ტბელ აბუსერიძის მოღვაწეობა შეაფასა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. ღონისძიების მსვლელობისას წმ.ტბელ აბუსელიძის სახელობის ჯილდო გადაეცა ასევე სასულიერო პირებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.
“ტბელობა” ხულოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება და ადგილობრივებმა იგი ტრადიციულ დღესასწაულად აქციეს.
სხალთა-ხიხანის მკვიდრი, XIII საუკუნის მწერალი, მეცნიერი და მოაზროვნე, საერო და სასულიერო პირი ტბელ აბუსერისძე, არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოღვაწედ ითვლება. მის მიერ საუკუნეების წინ შედგენილი ასტრონომიულ-კალენდარული ნაშრომი, დღესაც აქტუალურია. ეს არის ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი, ვრცელი საკალენდრო ცნობარი, რომელშიც განხიხულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ტბელ აბუსერისძე წმინდანად 2002 წლის 17 ოქტომბერს შერაცხა.

სხვა ვიდეოები