ზექიე, ფადიმე, ფიქრიე… – მაღალმთიან აჭარაში 100 წელს გადაცილებული 19 ადამიანი ცხოვრობს

ას წელს გადაცილებული ორი ადამიანი ცხოვრობს ქედის მინიციპალიტეტში, შუახევში კი ექვსი. მონაცემები „აიპრესს“ მუნიციპალიტეტის გამგეობებმა მიაწოდა. შუახევში სეფელ ნაღვარევში მცხოვრები ზექიე დავითაძე 104 წლისაა. იგი შვილთნ და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს.

როგორც ზექიე ბებოს რძალი ხათუნა ქათამაძე „აიპრესთან“ ყვება ბებოს ორი შვილი, რვა შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილის შვილი ჰყავს. ხათუნა ქათამაძის თქმით, მიუხედავად ზექიე ბებოს ასაკისა, იგი სრულიად ჯანმრთელია. მისივე თქმით, ბებო ყველაფერს დამოუკიდებლად ართმევს თავს.

“ის ჩემთვის დედამთილი არასდროს ყოფილა. ძალიან მეგობრული და გამგებიანი ადამიანია, ნებისმიერ დროს მთელს ოჯახს და არა მარტო ოჯახს, მხარში უდგას ყველას. არაჩვეულებრივად გამოიყურება და ჯანმრთელობის მდგომარეობაც შესანიშნავად აქვს. ჩვენ მთელი ოჯახი ქალაქში წამოვედით რამდენიმე დღით, თუმცა ბებო სრულიად მარტო დარჩა სახლში დამოუკიდებლად“ – განაცხადა „აიპრესთან“ ხათუნა ქათმაძემ.

ქედაში სოფელ ახოში მცხოვრები ფადიმე ბოლქვაძე 100 წლისაა მას 10 შვილი, 23 შვილიშვილი, 34 შვილთაშვილი და სამი შვილთაშვილის შვილი ყავს. ფადიმე ბებო ომისა და შრომის ვეტერანია და იგი სახელმწიფოსაგან ერთჯერადად 100 ლარს იღებს. ბებოს საპატივცემულოდ მის ერთ-ერთ შვილიშვილს ფატი დაარქვეს, როგორც გოგონა აცხადებს ეს მისთვის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლოცაა.

„ძალიან საპატიოა როცა გყავს 100 წლის ბებია შენ კი მის სახელს ატარებ“ განაცხადა ქრისტინე (ფატი) ნაკაშიძემ. მაღალმთიან აჭარაში ყველაზე უხუცესი ხულოში სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ფიქრიე ირემაძეა იგი 112 წლისაა.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები