ზესოფლობა” ადგილობრივებმა ტრადიციად აქციეს

2013 წლის 1 აგვისტოს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში სახალხო დღესასწაულს ,,ზესოფლობას” ჩაეყარა საფუძველი. იდეა წმიდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძრის საფუძვლის ჩაყრისას დაიბადა და მისი ავტორი სქემარქიმანდრიტი, ზესოფლის მკვიდრი სისო (ბერიძე) გახლდათ. დღეს სოფელში, სერაფიმ საროველის ხსნების დღეს, ,,ზესოფლობა” სიმბოლურად მეხუთედ აღინიშნა. ახლადაშენებულ ტაძარში საზეიმო წირვა სხალთელმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცეს მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა ავთანდილ ბერიძემ და საზოგადოების სხვა წევრებმა. ,,ზესოფლობას” ორგანიზებას ქედის კულტურის ცენტრი და ზვარის კულტურის სახლი უწევდა.

“ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები