ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

გუშინ ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით: „15 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა ბათუმში, ნაპირზე კატერით გამოიტანეს, საიდანაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის პროზექტურაში გადაიტანა.“ ჩვენი ინფორმაციით, მოზარდი საბანაოდ დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები