ზურა იაკობიშვილი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურა იაკობიშვილმა (65კგ) ფინალში, პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე ოქროს მედალია. გუშინ, მსოფლიო ჩემპიონობა გენო პეტრიაშვილმა (125კგ) იზეიმა.

იაკობიშვილის გარდა,დღეს მედლებისთვის იჭიდავებენ ზურაბ ერბოწონაშვილი (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ), რომლებიც მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვებას ეცდებიან.

ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს “აიპრესზე” წარმოგიდგენთ “ევროპაბეთი”.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები