ზურაბ პატარაძე 26 მაისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ე.წ. ჭაობის დასახლებაში გზების რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად გაეცნო. ამ პერიოდისათვის 26 მაისის, ვაჟა ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 26 მაისის ქუჩის სარებილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა. ამ პერიოდისათვის ქუჩაზე ჩაიდო 1000 გრძ.მ სანიაღვრე მილი, მოეწყო 42 სანიაღვრე ჭა, ხოლო გზაჯვარედინებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32 საკომუნიკაციო ჭა და საკომუნიკაციო მილები, ქუჩაზე განთავსდა ბაზალტის ბორდიურები და სავალ ნაწილზე დაიგო 6143 მ2 ასფალტო-ბეტონის საფარის ორი ფენა. პარალერულად მიმდინარეობს ვაჟა ფშაველას ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.

სხვა ვიდეოები