ზურაბ პატარაძე ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა

აჭარისა მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ “გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა 2017“- ში მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა. შეხვედრა ზურაბ პატარაძის სამუშაო კაბინეტში შედგა. ბათუმის სხვადასხვა სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა ქვეყნისა და რეგიონის მომავლის საკუთარ ხედვებსა და მთავრობის პრიორიტეტებზე ესაუბრა. მისი თქმით, ახალ თაობას ააქვს უნიკალური შესაძლებლობები შეიძინოს კარგი ცოდნა, დაეუფლონ უცხო ენებს, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით მიიღონ განათლება და გამოცდილება ევროპის ქვეყნების სასწავლებლებში. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის განვითარების საქმეში არის უმნიშვნელოვანესი.

„ქვეყანას ჭირდება ახალგაზრდა ლიდერები, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა და მე მიხარია, რომ დღეს სწორედ ასეთ ახალგაზრდებს ვუმასპინძლე“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდა ლიდერებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები