ზურაბ პატარაძე: ბათუმი-შუახევის პროექტის ფარგლებში 11 000 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება

“მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტია, ეს არაერთგზის განვაცხადეთ მოსახლეობასთან შეხვედრებისას. უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მოწესრიგება, წყლის მიყვანა, სკოლების, ბავშვთა ბაღების მშენებლობა.” – აცხადებს აიპრესთან ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.

თავმჯდომარის თქმით, მათი ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო მაღალმთიანი რეგიონების სრულად გაზიფიცირება. სწორედ ამის ფარგლებში ხორციელდება ბათუმი შუახევის პროექტი.

ზურაბ პატარაძე: “ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება იყო მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ეს არის მოსახლეობისთვის უდიდესი შვება. ამ მიმართულებით მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან, შუახევის მუნიციპალიტეტამდე, ხიჭაურამდე უკვე დაგეგმილია და ფაქტობრივად შეძენილია გაზიფიცირების პროექტი. ეს არის პირველი ეტაპი ბათუმი-შუახევი”.

დაახლოებით რამდენი აბონენტის გაზიფიცირებას გეგმავთ…

11 000-ზე პირველ ეტაპზე და პლიუს ამას დაემატება აუცილებლად მეორე ეტაპი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე, არ შეიძლება არ განვიხილოთ ტურიზმის პოტენციალი ჩვენს მთაში. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი. ჩვენ არ ვაპირებთ აჭარა განვიხილოთ მხოლოდ საზაფხულო კურორტად, მხოლოდ ორ-სამ თვიანი მაღალი სეზონის პერიოდად. მაქსიმალურად დაინტერესებულნი ვართ, რომ ყველა სეზონზე მეტი აქტივობა იყოს.
ipress.ge

სხვა ვიდეოები