ზურაბ პატარაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ – საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, კორიენ იონკერთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ბათუმში მივლინებული ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები ჟანეტა ვენცუროვა და დუგლას ვეიკი, მედია ანალიტიკოსი ივან გოდარსკი ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანია არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის განხილვა და აჭარის რეგიონის განვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება.

მთავრობის თავმჯომარის ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდზე რეგიონში და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ წარმოდგენილია არჩევნების სადამკვირვებლო მისია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან მოქმედებს. თბილისში მყოფი მისიის ძირითადი ჯგუფი 14 ექსპერტისგან შედგება.

ამასთანავე, 20 სექტემბრიდან, 22 გრძელვადიანი ექსპერტისგან შემდგარი ორკაციანი ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდებიან. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ეუთოს მონაწილე ქვეყნებს დამატებით 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა სთხოვა, რომლებიც არჩევნების მიმდნარეობას დააკვირდებიან.

წყარო: “Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები