ზურაბ პატარაძე ღვინისა და ყველის ფესტივალს დაესწრო

ბათუმის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა. ევროპის მოედანზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი. წინასაახალწლო ბათუმში მყოფ სტუმრებსა და ადგილობრივებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ქართული ღვინისა და ყველის პროდუქცია.

ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა. ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ჯგუფი ,, ბანი“ და ანსამბლი ,,ელესა“.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვის ცენტრის” ორგანიზებით ღვინისა და ყველის ფესტივალი 2 დღეს გაგრძელდება. პარალელურად, ევროპის მოედანზე გრძელდება საახალწლო ღონისძიებები, რომელიც წელს განსაკუთრებით მდიდარია საბავშო გასართობი პროგრამებით და ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტებით.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები