ზურაბ პატარაძე: ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის 2-3 უმნიშვნელო კერა ფიქსირდება

ხულოში შავნაბადას მთაში ხანძრის კერები ისევ განახლდა. როგორც ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ხანძრის უმნიშვნელო 2-3 კერა დაფიქსირდა. ადგილზე ხულოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადებთან უკვე იმყოფება, ხოლო დამატებით ბათუმის ორი ჯგუფიც მიემართება.
“ბოლო ინფორმაცია რაც ჩვენ გვაქვს მიღებული 112-დან იქ ახლა იმყოფება ხულოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, დამატებით ბათუმიდან 2 ჯგუფი ადის .ამ ეტაპზე არ ფიქსირდება ბევრი კერა,სულ 2-3 უმნიშვნელო კერაა ძალიან მალე შევისწავლით და გვექნება სრული სურათი. ყველა ღონეს ვიხმართ რაც შეიძლება სწრაფად და ოპერატიულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა გაუარესდა მეც ავალ” – განაცხადა ჟურნალისტებთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები