ზურაბ პატარაძე: მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება საუკუნის პროექტია

აჭარის თავრობის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა, ზურაბ პატარაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებას საუკუნის პროექტი უწოდა.

მისივე ინფორმაციით პროექტში გამარჯვებული კომპანია უკვე ცნობილია, სამუშაოები კი 2 ეტაპად წარიმართება: პირველი ბათუმიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე , ხოლო მეორე ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე.

„მე მიხარია, რო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ხორციელდება ჩვენს ხულოში, სხვადასხვა პროექტებთან ერთდ მე არშემიძლია არ ავღნიშნო კურორტ გოდერძზე სასტუმრო კონპლექტების მშენებლობა, ასევე ხულო ზარზმის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა, დამატებით გოდერძის მიმართლებიდან გზის მშენებლობა უშუალოდ ბეშუმამდე და სხვა ნმიშვნელოვანი პროექტები.

6 მთის განათება მოხერხდა ბოლო პერიოდში 12 სოფლისთვის მთები იალაღები უკვე განათებულია და ეს პროცესები კიდევ გრძელდება.

ასევე საუკუნის პროექტი ნამდვილად არის მთის გაზიფიცირება, უკვე გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, პირველი ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება. იქნება ოფიციალურად პროექტის დაწყების პრეზენტაცია, საუბარი არის ბათუმიდან შუახევის მუნიციპალიტეტამდე გაზის მილის მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპი იქნება ხიჭაურიდან გოდერძის უღელტეხილამდე გაზის მილის მშენებლობა.“განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ პატარაძემ

” ipress.ge”

სხვა ვიდეოები